weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დასუფთავების სამსახურის უფროსი, რომელიც თანამშრომლებს ყანაში ამუშავებდა, გაათავისუფლეს

22:11 ორშაბათი, 22 ივნისი 2020
ფოტოზე ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ფოტოზე ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ააიპ „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი, თეიმურაზ ფურცელაძე. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, უფროსის დავალებით, სამუშაო საათებში ყანას თოხნიან.

ვიდეო ხარაგაულის საკრებულოს წევრმა, ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა გადაიღო და გაავრცელა. მისი ინფორმაციით, დღეს, სამუშაო საათებში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, თეიმურაზ ფურცელაძის ახლობლის ყანებს თოხნიდნენ. საკრებულოს წევრის თქმით, თეიმურაზ ფურცელაძის თანამშრომლების ნაწილი ყანაში დასუფთავების სპეციალური მანქანით აიყვანეს, ნაწილი კი „უაზის“ ტიპის ავტომანქანით. 

„მძარცველმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და წელს თავისი ყანები დაამუშავებინა თანამშრომლებს, დღეს კი ნაცნობ-მეგობრებს ეხმარება, კერძოდ, ზარანში ლალი კიკნაძის ყანა ითოხნება“, - აცხადებდა თორნიკე ავალიშვილი.

ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორის გათავისუფლების გადაწყვტილება მიიღო. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მერიამ დაადასტურა, რომ „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ყანაში ამავე ააიპ-ის ბალანსზე არსებული მაღალი გამავლობის ავტომობილით იმყოფებოდნენ.

თეიმურაზ ფურცელაძეს 2016 წელსაც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშომლებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდა და ნაკვეთში ამუშავებდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო გამოცემამ „ჩემი ხარაგაული“ გაავრცელა. მაშინ ფურცელაძემ მის მიმართ ბრალდებები უარყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]