weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ – კილაძე

15:42 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

„როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ იმ 52 არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხად, რომლებიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში მის არჩევას ეწინააღმდეგებიან.

სოფიო კილაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში „მოცემულია სულ ტყუილები და „ფეიკ ნიუსები“.

„არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც თავად ვუდგავარ სათავეში. ეს ერთი დიდი ტყუილი, ბევრი შემიძლია მოგახსენოთ. რაც შეეხება პროცედურებს, ესეც არის მორიგი ტყუილი, პროცედურის არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა კილაძემ.

52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს განცხადებით გუშინ მიმართა. მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძე საზოგადოებისაგან ფარულად შეარჩია. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ კილაძის არც კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა არ იძლევა მისი შერჩევის ლეგიტიმაციას.

„სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. სოფიო კილაძეს აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედია საშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]