weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ფეიკ“ ბრალდებებს პასუხს გავცემთ, ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი – კალაძე

10:32 ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020

კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან თბილისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანი დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა იქნება. მისივე თქმით, პასუხის გარეშე არ დატოვებენ „იმ სიცრუესა და ცილისწამებას, რომელსაც მერიის საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ მათივე მედია საშუალებები“.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა. ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება, უფრო სწორედ პროპაგანდა, დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღებით იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს.

ისმის კითხვა - რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“ თუ ტყუილში „პირველებს“ და მათთან ასოცირებულ „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებლებს? რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თემით, მერიის საქმიანობის და პირადად მისი მისამართით გაჟღერებულ თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას არგუმენტირებულ პასუხს გასცემენ და აჩვენებენ, „როგორც ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თბილისის მერის ცნობით, პირველ ვიდეო ჩართვა დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე იქნება.

„კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გასული წლის დეკემბერში Facebook-მა თავისი პლატფორმიდან ყალბი 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22  ანგარიში გააუქმა. Facebook-ის განმარტებით, ეს გვერდები თავს ასაღებდნენ მედია ორგანიზაციებად, პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად. ისინი, როგორც წესი, პოსტავდნენ ქვეყანაში მომხდარ სიახლეებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, მათ არჩევნებზე, მთავრობის პოლიტიკაზე, თანამდებობის პირებზე; დაკავებულნი იყვნენ ოპოზიციის და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკით.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ ვინაობის დამალვას და კოორდინაციას, ჩვენმა გამოძიებამ ეს საქმიანობა დაუკავშირა სარეკლამო სააგენტო „პანდას“ და „ქართული ოცნების“ მთავრობას“, – განაცხადა Facebook-მა.

მათივე ინფორმაციით, ამ გვერდების რეკლამირებაზე 316 000$-მდე დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]