„მთლიანად პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსულ ფაქტზე ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რადგან გასაგებია, რომ არც ერთი ადამიანი არ გაბედავდა და ვერ გაბედავდა ჩვენი ოფისის დარბევას ეს რომ პირდაპირ არ იყოს შეკვეთილი და წახალისებული „ქართული ოცნების“ მიერ. ყველანაირი აქტი, არ აქვს მნიშვნელობა, ოფისის დარბევა იქნება ეს, ჩვენი პარტიის წევრებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმა, სიცრუისა და ცილისწამების ტალღა, რომელიც მუდმივად მოდის სახელისუფლებო ტელევიზიებიდან და სხვა ინფორმაციების წყაროებიდან, ეს ყველაფერი არის იმ ზიზღის კამპანიის შედეგი, რასაც შეუჩერებლივ ეწევა 2013 წლიდან.
ეს იმ ზიზღის კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიცაა მთავარი ოპოზიციური პარტიის ფიზიკური განადგურება და ყველანაირად ხელის შეშლა იმაში, რაც აბსოლუტურად გარდაუვალია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაამარცხებს ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ 51 წლის მამაკაციდააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ქვებით ჩაამტვრია შუშები, გარდა ამისა, ოფისიდან გამოიტანა და დააზიანა ტელევიზორი და კომპიუტერის მონიტორი.
„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში მომხდართან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავენ.