weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა

11:39 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის გამო, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტების ნაწილს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა და ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი აღარ აქვს! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს, მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებელი „სამეტყველო აპარატები“.

ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი. „მტრობა“ წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა და კიდევ იმით, რომ ნაც-ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს!

ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად „მეძავი“ ვაი ჟურნალისტები!

გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!“ – დაწერა დავით მათიკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.

26 ივნისს გასული სიუჟეტის თანახმად, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა გარეული იყოს ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი, რომელსაც „მთავარი არხი“ ბერა ივანიშვილის უახლოეს მეგობრად მოიხსენიებს. სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ მათი წყაროების ცნობით, სწორედ კანონიერი ქურდის შვილს და „მის გავლენიან მფარველს“ უკავშირდება ის, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]