„ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი აღარ აქვს! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს, მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებელი „სამეტყველო აპარატები“.
ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი. „მტრობა“ წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა და კიდევ იმით, რომ ნაც-ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს!
ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად „მეძავი“ ვაი ჟურნალისტები!
გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!“ – დაწერა დავით მათიკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.
26 ივნისს გასული სიუჟეტის თანახმად, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა გარეული იყოს ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი, რომელსაც „მთავარი არხი“ ბერა ივანიშვილის უახლოეს მეგობრად მოიხსენიებს. სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ მათი წყაროების ცნობით, სწორედ კანონიერი ქურდის შვილს და „მის გავლენიან მფარველს“ უკავშირდება ის, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა.