weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

13:13 ორშაბათი, 29 ივნისი 2020
ფოტო: Facebook / სირცხვილია • Shame Movement ფოტო: Facebook / სირცხვილია • Shame Movement

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

„8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულების მოთხოვნით ვართ აქ მოსული. ერთის მხრივ, დღეს უნდა მიიღონ 120/30-ზე, თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა და მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, მითუმტეს, დაპირების შემდეგ“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი დღეს მესამე და ბოლო მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებიც ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესს პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი). ასევე, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. ცვლილება ითვალისწინებს, ასევე, 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს - თუ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]