weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მედიაგარემო უაღრესად ტოქსიკური გახდა – გიორგი გახარია

16:05 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

„სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც კახი კალაძის მიერ „სიმართლის მუშტს“ დაწყების მოტივაციას ეხებოდა.

„მედიაგარემო უაღრესად ტოქსიკური გახდა, სადაც სქემა მუშაობს შემდეგნაირად: „ფეიკ ნიუსი“ - ჩვეულებრივი ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა ასეთ „ფეიკ ნიუსს“, პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, აქვს ძალიან მოკლე - ხშირ შემთხვევაში ეს არის ერთი დღე, ზოგიერთ შემთხვევაში 3-4 დღე“, – განაცხადა გახარიამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის პასუხად და მოუწოდა ჟურნალისტებს, ამის ნაწილი არ გახდნენ.

გიორგი გახარიას თქმით, „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა „აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსფარენტულობაა“. გარდა ამისა, როგორც გახარიამ თქვა, ხელს შეუწყობენ, რომ თითოეული ადამიანი სიმართლის გამავრცელებლად გადაიქცეს.

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ  სოციალურ ქსელში დაიწყო გადაცემა, რომლის მიზანი, მისი თქმით, დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა იქნება. კალაძემ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებად  „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და ტელეკომპანია „პირველი“ დაასახელა. თბილისის მერის განცხადებით, მერიის საქმიანობის და პირადად მისი მისამართით გაჟღერებულ თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას პასუხი გაეცემა და „ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]