weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

დიდი ალბათობით ქუთაისში ვიყრი კენჭს – გრიგოლ ვაშაძე

18:23 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი ალბათობით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თბილისის 6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გარდა, კანდიდატს ყველა ოლქში დააყენებს.

„რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას მიღებული არ აქვს, ამიტომ ლაპარაკი არც ვიცი, ნაადრევია თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ქუთაისში ვიქნები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 წევრი შევა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მეორბის კანდიდატად წარადგინა. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, შესაბამისად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერi ჭიღვარია გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]