ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თბილისის 6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გარდა, კანდიდატს ყველა ოლქში დააყენებს.
„რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას მიღებული არ აქვს, ამიტომ ლაპარაკი არც ვიცი, ნაადრევია თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ქუთაისში ვიქნები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 წევრი შევა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მეორბის კანდიდატად წარადგინა. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, შესაბამისად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერi ჭიღვარია გახდა.