weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 25 000-ის ნაცვლად 5 000 ხელმოწერა დასჭირდებათ

19:00 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა.

მოქმედებს გამონაკლისი, რომლის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;

ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო;

აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება აგროვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]