weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოხუმში რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს 67%-მა მისცა ხმა, ცხინვალში – 87%-მა

15:48 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020
ფოტო © Vitaliy Shariya (RFE/RL) ფოტო © Vitaliy Shariya (RFE/RL)

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო კენჭისყრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებშიც ჩატარდა.

გამოცემა „ეხო კავკაზა-ს“ ინფორმაციით, სოხუმის საარჩევნო უბანზე ხმა 8306-მა ამომრჩეველმა მისცა. აქდან 5517-მა (66.75%) საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ხოლო 2631-მა (31.83%) წინააღმდეგ მისცა ხმა. 117 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 9143-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო, მათმა 87%-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ოკუპირებულ რეგიონში სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი – ერთი ცხინვალში, სადაც სამოქალაქო პირები აძლევდნენ ხმას, ორი კი რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა და მათი ოჯახის წევრებმა მისცეს ხმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა 7 დღე – 25 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, საყოველთაო კენჭისყრის მონაწილეთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო 21.27%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პუტინს გაუნულდა პრეზიდენტობის ვადა და ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფოს პირველი პირის თანამდებობაზე 2036 წალმდე იქნეს არჩეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]