weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

აფხაზეთი საქართველოსგან აღიარებას არ ითხოვს – ასლან ბჟანია

10:52 შაბათი, 04 ივლისი 2020 hits 415

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი ყურადღებით აკვირდება შავ ზღვაში NATO-სა და საქართველოს აქტივობას. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესებს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო ინარჩუნებს მჭიდრო თანამშრომლობას მეშვიდე სამხედრო ბაზის სარდლობასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან. ერთობლივი გეგმების ფარგლებში, ჩვენ აქ ვატარებთ წვრთნებს, არ ვართ დაინტერესებული რაიმე კონფლიქტის გაღვივებით, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის მზადყოფნის ხარისხი „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საშუალებას აძლევთ მშვიდად უყურონ მომავალს, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობას, მაგრამ ამავე დროს მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის“.

„ჩემთვის გაუგებარია, დღემდე რატომ არის ხელმოუწერელი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება აფხაზეთთან მიმართებაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც კი ეს პირველი პუნქტი იქნება რეალიზებული, ყველაფერი ძალიან კარგად წავა“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხზეთი არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ აფხაზეთის სახელმწიფო აღიაროს.

„მაგრამ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება – ეს ის შეთანხმებაა, რომელიც ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე შესაძლო დიალოგის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 2010 წლიდან საქართველოს რუსეთთან მიმართებით ცალმხრივად აქვს აღებული ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და იგივეს ითხოვს რუსეთისგან.

„აღნიშნული ქმედებით რუსეთი დაამტკიცებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს და ის არ აპირებს ახალი აგრესიის განხორციელებას სუვერენული მეზობელი-ქვეყნის წინააღმდეგ“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის ხელისუფლება კი ითხოვს, რომ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოეწეროს ერთის მხრივ, თბილისს და მეორეს მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის ასეთი განცხადება მიზნად ისახავს მარიონეტული რეჟიმების სამართლებრივ ლეგიტიმაციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]