weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპორტის მინისტრმა ბიზნესიდან 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

10:34 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მისი კუთვნილი საწარმოების ბიზნესსაქმიანობიდან 2016 წელს საერთო ჯამში 10 233 444 ლარი მიიღო. მათ შორის, შპს „იბერია სერვისიდან“ - 10 128 181 ლარი, შპს „იბერია ავტო ცენტრიდან“ - 105 263 ლარი. მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის წლიური ხელფასი 75 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ ბიზნესიდან მიღებული მოგება ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, 2015 წელს მისი წლიური დეკლარირებული შემოსავალი 8 348 317 ლარი იყო, ხოლო 2014 წელს - 4 653 958 ლარი.

შეგახსენებთ, ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად 2015 წლის 1 მაისს დაინიშნა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი 19 საწარმოში ფლობს წილებს და აქციებს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სპორტის მინისტრის კუთვნილმა კომპანიებმა - „კავკასუს მოტორსმა“, „იბერია ავტო ცენტრმა“, „იბერია ავტომ“ და „კია მოტორს ჯორჯიამ“ საქართველოს სამთავრობო და სხვა უწყებების მიერ  გამოცხადებულ 10 ტენდერში გაიმარჯვეს, რომელთა ჯამური ღირებულება 12 793 101 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]