weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის მერის მოადგილეები ორმაგ ხელფასებს იღებენ

10:37 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017
კონსტანტინე ქავთარაძე და ნოდარ მიქიაშვილი კონსტანტინე ქავთარაძე და ნოდარ მიქიაშვილი

ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილეები - ნოდარ მიქიაშვილი და კონსტანტინე ქავთარაძე ხელფასს ყოველწლიურად გაორმაგებული ოდენობით იღებენ. მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ მიქიაშვილმა, რომლის წლიური ხელფასი 25 200 ლარს შეადგენს, 2015-2016 წლებში 95 006 ლარი აიღო, ხოლო მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, რომლის თანამდებობრივი სარგო წელიწადში 24 600 ლარია, იმავე პერიოდში მიიღო 97 971 ლარი.

ქუთაისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 100 ლარია, ხოლო მერის მოადგილისა - 2 050 ლარი. შესაბამისად, ნოდარ მიქიაშვილის წლიური ხელფასი 25 200 ლარს შეადგენს, კონსტანტინე ქავთარაძისა - 24 600 ლარს. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა დაადგინა, რომ ქუთაისის მერის ორივე მოადგილე, პრემიებისა და ყოველთვიურად მიღებული დანამატების გამო, ხელფასს თითქმის გაორმაგებული ოდენობით იღებს. კერძოდ:

  • ნოდარ მიქიაშვილმა 2015 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მიიღო 45 034 ლარი, ხოლო 2016 წელს - 49 972 ლარი.
  • კონსტანტინე ქავთარაძის წლიური ანაზღაურება 2015 წელს იყო 49 523 ლარი, 2016 წელს კი 48 448 ლარი.

ამრიგად, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მერის პირველმა მოადგილემ ბოლო ორი წლის მანძილზე, ხელფასის გარდა დამატებით მიიღო 44 606 ლარის ოდენობით პრემია და დანამატები, რაც მისი ხელფასის 88,5 %-ს შეადგენს, ხოლო მერის მოადგილემ - 48 771 ლარი, ესე იგი ხელფასის 99,1 %. 

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას 2015-2016 წლებში პრემია ან დანამატი არცერთხელ არ მიუღია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებზე, საჯარო მოსამსახურეებსა და შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიის, დანამატისა და სოციალური დახმარების სახით 734 981 ლარი გაიცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]