weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს

12:15 პარასკევი, 10 ივლისი 2020

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს.

ჟურნალისტის კითხვას - შეიძლება თუ არა, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში ვიხილოთ, გახარიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა“.

ამასთან, გახარიამ თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავად რომელი ნომერი იქნება სიაში.

„ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია; ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ პანდემია გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში - წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.

როგორ ფიქრობთ, ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის... თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით.

ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]