weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გადადგომაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა

12:01 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა კომახიძე დღეს შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ „რეგინფოს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. კომახიძეს დღეს უნდა გაეკეთებინა განცხადება მისი გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც პრესსამსახურის უფროსმა, თეკლა ჩიჩუამ გვითხრა, ბათუმის მერი კვირის ბოლომდე შვებულებაში იქნება. თავად კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვებას სთხოვენ, ის კი სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმას ითხოვს, რაზეც არ თანხმდებიან.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება გახდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლაშა კომახიძე შეკითხვებს დღეს, 13 ივლისს უპასუხებდა. ამასთან, პრესსამსახურის უფროსმა თქვა, რომ ბათუმის მერს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება არ ჰქონდა დაწერილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]