weather cur horoscope tv
აგვისტო 04, 2020

აჭარის მთავრობამ 2018-2019 წლებში ხელფასებზე 2-ჯერ მეტი დახარჯა – კვლევა

13:48 სამშაბათი, 14 ივლისი 2020 hits 169
ფოტოზე - აჭარის მთავრობის სხდომა 2018 წელს ფოტოზე - აჭარის მთავრობის სხდომა 2018 წელს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (Transparency International) კვლევის თანახმად, აჭარის მთავრობასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში, 2018-2019 წლებში, თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41 863 172 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17 811 655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია.

აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო 22 628 030 ლარია, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო - 19 235 141 ლარი.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს, აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე დაახლოებით 124 000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.

„2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატში 45 პირი იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული. 2019 წელს ამ რიცხვმა 47-მდე მოიმატა. 2019 წლისთვის, შტატგარეშე დასაქმებულთა სიიდან ამოიღეს ელექტრიკოსის, კონსულტანტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის კოორდინატორის პოზიციები. თუმცა შეიქმნა მთავრობის თავმჯდომარის მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, მთავრობის აპარატის პროექტებისა და ინვესტიციების ანალიტიკოსის, მთავრობის აპარატის უფროსის მრჩევლისა და მთავრობის აპარატის ინფრასტრუქტურული საკითხების კონსულტანტის პოზიციები, რომელთა ხელფასების საერთო რაოდენობა 2019 წელს 48 852 ლარს შეადგენდა“, – ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018-2019 წლებში 928 907ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10 116 755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905 421 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1 947 271 ლარი) დაახლოებით ნახევარია.

ამ პერიოდში სატელეფონო მომსახურებაზე 288 395 ლარი დაიხარჯა; წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446 502 ლარი გამოიყო; სამივლინებო ხარჯებს 986 854 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782 509 ლარი) დაახლოებით 205 000 ლარით მეტია.

„2018 წელთან შედარებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სამივლინებო ხარჯები 2019 წელს გაიზარდა: თუ 2018 წელს დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 53-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ - 56-ჯერ იმყოფებოდნენ, 2019 წელს ამ რიცხვებმა 54-მდე და 64-მდე აიწია, შესაბამისად“, – აღნიშნულია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, თვალში საცემია აჭარის მთავრობის აპარატის სამივლინებო ხარჯების სხვაობა. კერძოდ, 2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 297-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ 21-ჯერ იმყოფებოდნენ. 2019 წელს ქვეყნის შიგნით მივლინებათა რიცხვი 401 გახდა, ხოლო ქვეყნის გარეთ - 29. ამასთან, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეყნის შიგნით მივლინებების რიცხვი (295 მივლინება) 49-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებების (19 მივლინება) რაოდენობა – 13-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]