პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კობახიძე საარჩევნო შტაბის უფროსად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე აირჩიეს, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო.
„ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე ცენტრალურ საარჩევნო შტაბს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის პერიოდშიც ხელმძღვანელობდა.