weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

09:37 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნინო თვალავაძემ თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები“, – წერს ნინო თვალავაძე.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმების შესახებ დღეს ისაუბრებს.

ნინო თვალავაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2 წელი და 7 თვე იკავებდა.

მიმდინარე წლის აპრილში უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, თანამდებობიდან გადადგა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მერის მოვალეობას მისი ყოფილი პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი ასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]