weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ – სალომე ზურაბიშვილი

13:04 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი რელიგიური ტურიზმის ადგილი გახდეს. მისივე თქმით, ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაონ.

ზუგდიდში მყოფმა პრეზიდენტმა საქართველოს ვლაქერნობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს „მართლაც უდიდესი დღესასწაულია“.

„ალბათ ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც, სხვათაშორის, ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან.

ასევე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ, არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არა მხოლოდ ეს ადგილი. ჩვენ გვაქვს უამრავი წმინდა ადგილი საქართველოში და საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ, ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ვლაქერნობას, 15 ივლისს ეს დღესასწაული 1990 წლიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ვლაქერნობაზე დადიანების მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი ტაძარში გადააქვთ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ეძლევათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]