weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვი თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს

22:18 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული სასაზღვრო ინციდენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება საზღვრის დემილიტარიზაციისა და დემარკაციის საკითხზე თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობა. 

უწყების განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია თბილისს, სოხუმსა და ცხვინვალს შორის მოლაპარაკებების დაწყება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო ერთობლივი  განცხადების მისაღებად.

როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია, 6 ივნისს აფხაზეთის სოფელ ალაყუმარას სიახლოვეს, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც უკანონოდ გადაკვეთეს ე.წ. საზღვარი. 13 ივნისს დაღესტნის, წუნტის რაიონში სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 600 მეტრის სიღრმეში დაკავებული იქნა საქართველოს 24 წლის მოქალაქე, რომელსაც სანადირო იარაღი ჰქონდა და სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული. რუსული მხარის ცნობით, 9 ივლისს, დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. 

განცხადებაში ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტიც მოხვდა. რუსული მხარის ინფორმაციით, 11 ივლისს, საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული და ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრიდან 300 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როდესაც რუს მესაზღვრეებს შეეჩეხა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმალვა სცადა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების მისამართით ათამდე გასროლა განახორციელა, საპასუხო ცეცხლის შედეგად კი ფეხში მსუბუქად დაიჭრა. რუსული მხარის ინფორმაციით, დაჭრლს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

„ყურადღებას ვამახვილებთ, რომ თავის ჩვენებებში მან აღირა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად და მიზანმიმართულად გადაკვეთის ფაქტი“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მიუხედავად  ამგვარი დარღვევების საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიეთისა და რუსული მხარის განწყობისა, ასეთი საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზირებულად და მოქნილად გადაჭრას, თბილისში, სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ცდილობენ პოლიტიკური სპექტაკლი დადგან, პასუხისმგებლობების სხვაზე დაკისრებით. მოცემულ სიტუაციაში განსაკუთრებით უადგილოდ მიგვაჩნია რუსეთის დადანაშაულება პროვოკაციებში, ავამდროულად მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის უხეშ დარღვევასა და პანდემიის პერიოდში საყოველთაო დაზავების შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაასრულოს პროვოკაციული მოქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ყველა არსებული ფორმატი.

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, „თავის მოსახლეობასთან უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს“ ჩაატარებს.

ამასთან, რუსული მხარე პროვოკაციულს უწოდებს ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს.

„ცალკე გვსურს, აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციულ მანერად იქცა. მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი სულ მცირე ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]