პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან ხსნის.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლო შაბათს, უნდა გაიმართოს, რაც 31 ოქტომბერია. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.