weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „რესპუბლიკელების“ სარჩელი დააკმაყოფილა

17:55 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებაზე. განკარგულების თანახმად, „რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი. ვრეგისტრირდებით საარჩევნოდ“, – წერს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.

თამარ ჟვანიას 17 ივლისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და მისმა წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ ცესკოს ვადაგადაცილებით მიმართეს, რაც რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. ცესკოს განმარტებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იმ პარტიებს, რომლებსაც მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არ ჰყავთ, ცესკოს თავმჯდომარისთვის განცხადებით 15 ივლისამდე უნდა მიემართათ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან მიიჩნია, რომ ცესკომ კანონი არასწორად განმარტა. თამარ კორძაიამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ საკუთარი ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში შეასრულეს და განცხადება ფოსტას 14 ივლისს, ცესკოს თავმჯდომარისთვის მიმართვის ვადის ამოწურვამდე ჩააბარეს. კორძაიას თქმით, ცესკოს სწორედ ფოსტისთვის განცხადების ჩაბარების დღე უნდა მიეჩნია პარტიის მიერ ვალდებულების შესრულების დღედ და არა 15 ივლისი, როდესაც ფოსტამ განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციაში მიიტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]