weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება - ხოჯევანიშვილი

14:45 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, თერმოსკრინინგი გააქტიურდება, ბაზრობებზე კი კონტროლი გამკაცრდება.

„როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები. კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში და ტესტები ჩაუტარდეთ.

ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტსა და ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, პრევენციას, რომ უფრო გართულებისკენ არ წავიდეს პროცესი“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საჭიროება არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, COVID-19-ის ახალ შემთხვევათა უმეტესობა – 24 შემთხვევა – გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ქალაქ გარდაბანში, გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამ სოფელსა და ყარაჯალარში. 

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით გუშინ გარდაცვლილი 72 წლის პაციენტის ოჯახის წევრები ინფიცირებულები არიან და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე ვაჭრობდნენ.

„ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ზომების კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება ბაზრობებთან დაკავშირებით, კერძოდ, ესაა  აუცილებელი თერმოკრინინგი, ტესტირებით შესაბამისი სიმპტომიანი ადამიანების და მათი კონტაქტების გამოვლენა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]