weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის მერის მოადგილეები პრემია-დანამატებს წელიწადში 11-ჯერ იღებენ

14:23 პარასკევი, 04 აგვისტო 2017
ალექსანდრე მათიაშვილი და ბაგრატ მანველიძე ალექსანდრე მათიაშვილი და ბაგრატ მანველიძე

ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე და მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი ხელფასის სრული ოდენობით პრემიას და დანამატს 11-ჯერ იღებენ. ბაგრატ მანველიძის წლიური ხელფასი 25 200 ლარს შეადგენს, თუმცა რეალურად მან 49 178 ლარი მიიღო. ალექსანდრე მითაიშვილის ხელფასის ოდენობა 24 600 ლარია, ფაქტობრივად მიღებული კი 46 890 ლარი.   

ბათუმის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) თანამდებობრივი სარგო თვეში 2 100 ლარია, ხოლო მოადგილისა - 2 050 ლარი. შესაბამისად, ბაგრატ მანველიძის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა 25 200 ლარს შეადგენს, ალექსანდრე მითაიშვილისა კი 24 600 ლარს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ ბათუმის მერის მოადგილეები პრემიებსა და დანამატებს სისტემატურად იღებენ, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება ქალაქის მერის ხელფასზე მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, ბაგრატ მანველიძემ მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მიიღო 49 178 ლარი, ხოლო ალექსანდრე მითაიშვილმა - 46 890 ლარი.

ამრიგად, ბათუმის მერის პირველმა მოადგილემ (ვიცე-მერმა), ხელფასის გარდა, დამატებით მიიღო 23 978 ლარის ოდენობით პრემია და დანამატი, ხოლო მერის მოადგილემ - 22 290 ლარი. აღნიშნული თანხები დაახლოებით 11-ჯერ აღემატება ამ თანამდებობის პირების ყოველთვიურ სარგოს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა იმავე პერიოდში პრემიის სახით აიღო 6 875 ლარი, რაც მისი წლიური ხელფასის (33 000 ლარი) 1/5-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]