„საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლებია, გაჭირვებას განიცდიან, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას, იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლებზე, არამედ მთლიანად, ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
უკვე ცნობილია, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. აქ კენჭს იყრის პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანიც. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, მას საკუთარი კანდიდატი ჯერჯერობით არ წარუდგენია.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლო შაბათს უნდა გაიმართოს, რაც 31 ოქტომბერია. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.