weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება

15:24 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

პარტია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, დანარჩენი ადგილები კი შიდაპარტიული კონკურენციის პრინციპით განაწილდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

„საბოლოო სიის დაკომპლექტებისთვის კვლავ შიდაპარტიული კონკურენციის ძალიან გამჭვირვალე წესებს გამოვიყენებთ, სადაც როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები გაინაწილებენ საარჩევნო ოლქებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიღებული საარჩევნო ხმებიდან გამომდინარე პარლამენტში მანდატს მიიღებენ, ანუ ვინც უფრო მეტად დააჯერებს ამომრჩეველს და უფრო მეტ ხმას მოუტანს „ევროპულ საქართველოს“, - განაცხადა აბესაძემ.

დავით ბაქრაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. დეპუტატად ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო.  „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის დასაწყისში გამოეყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]