weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

00:58 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

ამერიკის შეერთბეული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინიტრ გიორგი გახარიას შორის სატელრფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობასა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ მჭიდრო კოორდინაციის შესახებ იმსჯელეს.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. 

„ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით იმპლემენტაციის აუცილებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მოუწოდა, გაგრძელდეს ძალისხმევა სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, რაც აუცილებელი ნაბიჯია უცხოური ინევსტიციების მოსაზიდად და გაფრთხილება გააკეთა სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების წინააღმდეგ.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გახარიას იმაში, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ მაიკ პომპეომ Twitter-ზეც დაწერა. 

„დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, - წერს მაიკ პომპეო.

სატელეფონო საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მასში აღნიშნულია, რომ ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს.

საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ქართული მხარის განცხადებაში არაფერის ნათქვამი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც კოვიდ-19-ის პანდემია გახდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]