როგორც ხაზარაძემ თქვა, სვანეთის და ქვეყნის მტერი დღეს უმუშევრობაა, რომელსაც „ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამარცხებს.
„სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ ახლა გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, „ლელომ“ სვანეთში რიგით 30-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა.