ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში იყრის კენჭს. „ქართულმა ოცნებამ“ ის აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
მოწერელია სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე იყო.
პირველი აგვისტოდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას მალხაზ თორია შეასრულებს, რომელიც ამჟამად მოწერელიას პირველი მოადგილეა.