weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კომპლიმენტებს ვიღებთ ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდებიან – კალაძე

15:43 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი ბუნებრივი ქვით არის მოპირკეთებული, რის გამოც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ქალებისგან კომპლიმენტებს იღებენ.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა მორგებული და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპორკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის ინფრომაციით, ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი - დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ტრანსპორტის მოძრაობა წინასწარ დაანონსებულ სქემაზე გადაერთვება. კალაძის განცხადებით, 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში (00:00-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. ამ პერიოდში ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გ. წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის მაისიდან მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]