„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა მორგებული და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპორკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის ინფრომაციით, ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი - დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ტრანსპორტის მოძრაობა წინასწარ დაანონსებულ სქემაზე გადაერთვება. კალაძის განცხადებით, 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში (00:00-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. ამ პერიოდში ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გ. წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის მაისიდან მიმდინარეობს.