weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რაჭის 4 სოფელთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება - გახარია

15:52 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში ჩავიდა, სადაც მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდების შედეგად, გუშინ 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. გახარიას თქმით, ოთხ სოფელითან - ღებთან, პატარა ღებთან, გლოლასთან და შოვთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას სულ მცირე ერთი თვე დასჭირდება.

„12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირია აღდგენილი, თუმცა 8 სოფელი რჩება. ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებთან, როგორებიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება ერთი თვე, მინიმუმ.

რამდენიმე ადგილას მართლა არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით, ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს.

ამიტომ როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგს, ასევე ღვარცოფულ ქანებს და იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, „ენერგო პრო-ჯორჯიასგან“ მიიღო დაპირება, რომ ამ ოთხ სოფელთან, ოპტიმისტური სცენარის პირობებში, ელექტრომომარაგება ერთ კვირაში-ათ დღეში აღდგება.

„ყველა ამ სოფელთან დღიდან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ყველა ადამიანს, რომელსაც ექნება გამოყვანის საჭიროება, რა თქმა უნდა, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა სახის საჭირო პროდუქტით. მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და იმიტომ, რომ შოვთან ერთი თვის განმავლობაში კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს, თითოეულ ოჯახურ სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია 50 მილიონ ლარამდე დასჭირდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]