weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავა – სააკაშვილი არჩევნებზე

10:54 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავა.

„არის სერიოზული ალბათობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს. მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან წარმომადგენლობითი და ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანით დაკომპლექტებული, არა პარტიული კადრებით. ჩვენ გვჭირდება კოალიცია არა პარტიების, პარტიული ჯგუფებთან და პოლიტიკანებთან, არამედ საზოგადოებასთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს.

სააკაშვილის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან გასვლით ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ოპოზიცია დაშალოს.

„ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ყველაზე მეტი ოცნება, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეს და ვერც ვერავინ, რადგან მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული. მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. საერთოდ ეჭვიც არ მეპარება ამაში და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარულ არჩევნებს ყველა რაიონში მოიგებს. მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ძალიან საინტერესო ფიგურები მოდიან“.

„ჩემი აზრი იყო, რომ ყველა ნამდვილი ოპოზიციური ძალა გაერთიანებულიყო და გაეკეთებინა ერთაინი საპარლამენტო სია. ამაზე თქვეს უარი. ძალიან ცუდი. ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს. კარგია, რომ თბილისში მაჟორიტარების გაყოფაზე შეთანხმდნენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში. ისეთი სერიოზული ხალხი ხალხი მოდის ჩვენთან მაჟორიტარებად, ადრე ჩვენსკენ გამოხედვა რომ არ უნდოდათ. რა თქმა უნდა, ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდიან ძალიან საინტერესო ფიგურები, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის და ამით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს ვერავინ მოვა. რა თქმა უნდა, ამაში აქტიურად ვარ ჩართული, ჩართული ვარ მოლაპარაკებებში და არ ჩავერთვებოდი გამარჯვების რომ არ მჯეროდეს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]