weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

21 პარლამენტარი, რომელსაც 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

11:45 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

„ქართული ოცნების“ 19 დეპუტატს, მათ შორის 9 მაჟორიტარს, 2019 წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას აფასებს.

ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ სიტყვით გამოსვლის უფლებით. 2019 წელს ამ უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია:

  • ირაკლი აბუსერიძე - ისნის მაჟორიტარი /„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ლევან ბეჟანიძე - ბათუმის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • რუსლან გაჯიევი - მარნეულის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • მახირ დარზიევი - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • მუხრან ვახტანგაძე - ბათუმის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ზაზა კედელაშვილი - „ევროპული საქართველო“
  • თეიმურაზ კოხრეიძე - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • იოსებ მაკრახიძე - ქალაქ გორის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • სამველ მანუკიანი - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ენზელ მკოიანი - ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • გიორგი მოსიძე - დამოუკიდებელი წევრი, ვარკეთილის მაჟორიტარი
  • რომან მუჩიაშვილი - საგარეჯოს მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • რამაზ ნიკოლაიშვილი - დამოუკიდებელი წევრი
  • რუსლან პოღოსიანი - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • დიმიტრი სამხარაძე - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ერეკლე ტრიპოლსკი - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • გოდერძი ჩანქსელიანი - თეთრიწყაროს მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • არჩილ ხაბაძე - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ირაკლი ხახუბია - ფოთის, ხობის, სენაკის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ელგუჯა გოცირიძე - ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • ვიქტორ ჯაფარიძე - პარტიული სია / „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 131-მა წევრმა ისარგებლა, 2018 წელს კი ეს რიცხვი 120 იყო.

უმრავლესობიდან, ყველაზე მეტი სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ შემდეგ დეპუატებს: ანრი ოხანაშვილი - 184 გამოსვლა; სოფიო კილაძე - 99 გამოსვლა; გუგული მაღრაძე - 88 გამოსვლა.

ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, ყველაზე მეტი სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ: ეკა ბესელია (დამოუკიდებელი წევრი) - 161 გამოსვლა; ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“) - 121 გამოსვლა; გიორგი ბოკერია (ფრაქცია „ევროპული საქართველო“) - 108 გამოსვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]