weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აჭარაში იყრის კენჭს

13:18 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის კენჭს იყრის ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში.

„ეს გადაწყვეტილება მარტივად ან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. სანამ ამ ნაბიჯამდე მივიდოდი, მქონდა შეხვედრები მთელ საქართველოში, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ეს ინიციატივა სწორედ მათ ეკუთვნით.

ყოველი შეხვედრის დროს ისინი გულდაწყვეტით ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მათ არ ენდობა, რომ ხელისუფლება არ ითავალისწინებს მათ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საჭიროებებს, რომ მათ აქვთ სურვილი ჰყავდეთ წარმომადგენელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს „რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების საფრთხის ჭრილში დანახვა, მათ მიმართ უნდობლობა, მკვეთრად არასეკულარული მიდგომები და სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრობლემები“.

„ჩემთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგლიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დასრულდეს კლანური, ძალადობრივი და კორუმპირებული ლიდერების მმართველობა და განიდევნონ ისინი პოლიტიკიდან“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მან ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის მცხოვრებლებს მიმართა: „თქვენგან მონიჭებული უფლებამოსილებით ვიქნებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში გადასახლებული თქვენი ახლობლებისა და ნათესავების ხმა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ ერთიანი, დამოუკიდებელი და სეკულარული სახელმწიფო“.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]