weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

14:03 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს ზურაბ ჭიაბერაშვილი იყრის, ხოლო გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში – გიორგი ღვინიაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენ კანდიდატთა სია ასეთია:

გიგი უგულავა – ზუგდიდი

გიგა ბოკერია – ფოთი, ხობი და სენაკი

ირმა ნადირშვილი – რუსთავი

აჰმედ იმამყულიევი – მარნეული და გარდაბანი

ოთარ კახიძე – ქუთაისი

სერგო რატიანი – საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული

გიგი წერეთელი – ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული

აკაკი ბობოხიძე – სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი

ლელა ქებურია – აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ

ხათუნა გოგორიშვილი – ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური

ტარიელ ნაკაიძე – ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური

დავით ბაქრაძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმში კენჭს ვახტანგ კალოიანი იყრის, ხოლო ქედაში, შუახევსა და ხულოში თემურ კახიძე.

„ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატების ნაწილი წარადგინა. როგორც ბაქრაძემ თქვა, ამის მიზეზი ისიც არის, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები ჯერ არ დაუსრულებიათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]