weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

300 ლარს ის 80 000 თვითდასაქმებულიც მიიღებს, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ შეავსო – გახარია

12:52 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

„ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას - და ეს გახლავთ 250 ათასი ადამიანი - ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე თანხა დაერიცხება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, თვითდასაქმებულები მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად საქართველოს მთავრობას სულ 250 ათასმა მოქალაქემ მიმართა.

„ეს დახმარება მიიღო 170 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ თვითდასაქმებულს, დარჩენილი 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, ყველა ვარიანტში დაუკმაყოფილდეს ეს თხოვნა და ერთჯერადი დახმარების სახით დაერიცხოს 300 ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]