weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს ხურვალეთში შესვლის უფლება არ მისცა

14:18 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მიმართულებით მსვლელობის გამართვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

მოქალაქეები ხურვალეთთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით, საქართველოს, უკრაინისა და აშშ დროშებით მივიდნენ.

„სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციას გვინდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შევიდეთ ხურვალეთში, სოფელში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ხაზს ვუსვამ, რომ არ ვგეგმავთ ხმაურის მოწყობას მავთულხლართებთან. მოგმართავთ თხოვნით, რომ გაგვატაროთ. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, ან თქვენი თანხლებით შეგვიშვით სოფელში“, - უთხრა პოლიციელს „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რაიმე აქტივობის განხორიცელებისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ნებართვის აღებაა საჭირო.

„კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლად გადაადგილების უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმები. აქ მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები. მიმართეთ სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტს თანხმობისთვის“, - უთხრა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კობა ცერცვაძემ მოქალაქეებს.

დავით ქაცარავის თქმით, მათი მოთხოვნა იყო არა მავთულხლართებთან აქციის გამართვა, არამედ სოფლის იმ ნაწილში მისვლა, სადაც მოქალაქეები ჩვეულებრივ ცხოვრობენ და გადაადგილდებიან.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]