weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს – გახარია აგვისტოს ომის წლისთავზე

14:54 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ის „ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე დგას“.

„ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე“, – აცხადებს გიორგი გახარია.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად, ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი; დაიჭრა და დაშავდა 2 232 მოქალაქე, მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]