weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან სამუშიამ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა და „ლელოში“ გაწევრიანდა

15:33 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

ლევან სამუშია პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლევანი არა მარტო როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ძალიან სერიოზული იურისტი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა და იდგა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, დღეს ჩვენი გუნდის წევრი ხდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

სამუშიას თქმით, ლელო ახალი იმედია, რომელიც ასე სჭირდება ქართულ პოლიტიკას.

„ეს არის გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანი, ადამიანის უფლებები, ქვეყნის განვითარება, დასავლური მომავალი. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა და მე დარწმუნებული ვარ, რომ  ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს. იმას, რომ ეკონომიკაში იქნება წინსვლა ამ გუნდის მოსვლით, მემგონი, ამას ჩემი შეფასებაც არ სჭირდება“, – თქვა სამუშიამ წარდგენის შემდეგ.

ლევან სამუშიამ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების შესახებ ოთხი დღის წინ განაცხადა, თუმცა ამ გადაწვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია. მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ სადაც არ უნდა იყოს, „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]