weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და სააკაშვილი – კობახიძე

12:00 შაბათი, 08 აგვისტო 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ორი თანაავტორი ჰყავს - რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა, სამწუხაროდ, ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი. მე ვიტყოდი - ღალატის შედეგი.

ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის სწორედ ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამ ომთან დაკავშირებით ჰააგიდან. ეს არის ორი თანაავტორი და ამ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მის მიერ შემუშავებული სცენარი, მათ შემდეგ რუსეთს გაუფორმეს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა. ეს იყო ღალატი. ამ ღალატს, ბუნებრივია, მათ ჩვენ ვერ ვაპატიებთ. მუდმივად შევახსენებთ ამას და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არა თუ ვერ დაბრუნდება პოლიტიკაში, არამედ მუდმივად შემცირდება მისი რეიტინგი და ეს არჩევნებიც ამისი მორიგი დადასტურება იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 7 აგვისტოს, „პალიტრანიუსის“ ეთერში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]