„ამ მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლებში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, სწორედ, ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა.