გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები - ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი არიან. ოთხი დაშავებული კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.