weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფო მხარში უნდა დაუდგეს მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი – გახარია

12:16 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ ხალხს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონის ყველა პრობლემა ზედმიწევნით იცის და „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

„2012 წლის შემდგომ ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხისთვის. ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიპყრობილი კახეთისკენ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - 2012 წელს კახეთში მოიკრიფა, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 52 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო 2019 წელს - 278 ათასი ტონა, ხუთჯერ მეტი. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. სახელმწიფო მხარში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აკეთებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს კახეთში მიმდინარეობს, თუნდაც ეს ციხე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს ისტორიული მუზეუმი, რომელიც სულ რამოდენიმე ხნის წინ გაკეთდა, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს - თელავის რეაბილიტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი... ახლა კურდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი. ასეთი საბავშვო ბაღები ყველა სოფელში უნდა იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის, განვითარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარსადგენად თელავში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდნენ.

ამავე ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]