weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „ლელოს“ შეუერთდა

15:33 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020

პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“ ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი გაწევრიანდა. პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ ძლიერდება, რადგან მას ქვეყნაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი შეუერთდა.

„დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა „ლელოს“, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თამაზ გაიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს 120 ფრენა განახორციელა აფხაზეთის მიმართულებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიყვანა დევნილები და თანამოქალაქეები აფხაზეთიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თამაზ გაიაშვილის თქმით, პოლიტიკაში წასვლა მძიმე, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო გადაწყვეტილება იყო.

„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ.

დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში“. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი და მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე“, – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა. 

ბოლო დღეებში პარტიაში „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ლევან სამუშია და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გაწევრიანდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]