weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით მოსახლეობის 79% კმაყოფილია – IRI

18:33 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79% კმაყოფილია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით. კითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ COVID-19-ზე მთავრობის პასუხით გამოკითხულთა 41%-მა თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, 38%-ის თქმით, მეტნაკლებად კმაყოფილია. 13% მეტნაკლებად უკმაყოფილოა, ხოლო 7% - ძალიან უკმაყოფილო.

ამასთანავე, IRI-ის თანახმად, მოსახლეობის 58%, მათ შორის 21% ძალიან, ხოლო 37% მეტნაკლებად, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად. 

მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა (94%) ეთანხმება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროს (91%) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური.  

კვლევა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და „გელაპის“ ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები განხორციელდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66%.

კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]