ამასთანავე, IRI-ის თანახმად, მოსახლეობის 58%, მათ შორის 21% ძალიან, ხოლო 37% მეტნაკლებად, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.
მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა (94%) ეთანხმება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროს (91%) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური.
კვლევა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და „გელაპის“ ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები განხორციელდა „აიფიემის“ მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66%.
კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.