weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში 1 490 000 ლარის შემოწირულობა მიიღო

16:39 შაბათი, 05 აგვისტო 2017

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე 2017 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით 1 490 000 ლარი ჩაირიცხა. შემოწირულობები 28 ფიზიკური პირისა და 2 იურიდიული პირისგან განხორციელდა.

მათ შორის, 17-მა ფიზიკურმა პირმა სახელისუფლებო პარტიის ანგარიშზე კანონით დასაშვები მაქსიმალური თანხა - 60 000 ლარი გადარიცხა. მათი უმეტესობა სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მფლობელი და მეწილეა. ესენი არიან: სოფიო კიზირია, რაფიელ სურამელაშვილი, პლატონ რატიანი, ნიკა ზაუტაშვილი, მამუკა ქავთარაძე, ლევან ჩაჩუა, კობა ღურწკაია, ირაკლი კერვალიშვილი, თეიმურაზ კერვალიშვილი, ირაკლი თათეიშვილი, ილია ჩხიკვიშვილი, ზურაბ ბუბუტეიშვილი, ზაურ ცხადაძე, დიანა რაჭველიშვილი, გიორგი მანაგაძე, ბეჟან გურგენიძე და არტურ ტოროსიანი.

50 000 ლარის ოდენობით თანხა გადარიცხეს გიორგი ხუციშვილმა და გიორგი აბრამაშვილმა, 40 000 ლარი - დავით კიღურაძემ, კახაბერ მახათაძემ და კახაბერ ჯაფარიძემ.

იურიდიული პირებიდან „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი გადაურიცხა შპს „პარტნიორმა“, 30 000 ლარი კი შპს „როტო პრინტმა“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულობები ჯამში მხოლოდ 8 770 ლარს შეადგენდა. აქედან 7 150 ლარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის არაფულადი შემოწირულობა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]